”ეუთო იქნება თუ სხვა ევროპული ინსტიტუტები, კეთილი ინებონ და, ფარისევლობით გაჯერებული განცხადებების ნაცვლად, ვითარებას ობიექტურად შეხედონ” – ქადაგიშვილი
”ეუთო იქნება თუ სხვა ევროპული ინსტიტუტები, კეთილი ინებონ და, ფარისევლობით გაჯერებული განცხადებების ნაცვლად, ვითარებას ობიექტურად შეხედონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, “მათი ფარისევლობა, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყანაში ექსტრემიზმის გასაძლიერებლად არის გამოყენებული”.
„მათი არაობიექტური, ბუნდოვანი და ფარისევლური შინაარსით გაჯერებული განცხადებები, დემოკრატიის ცნებას და საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს. ამას თუ შეეშვებიან, ეს ყველაზე დიდი მხარდაჭერა იქნება დემოკრატიის და საქართველოს ევროპული კურსის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.