პრემიერი – არის კონკრეტული ერთობლიობა ევროპარლამენტარებისა, რომლებიც არიან უცხოური აგენტები, რასაც დაავალებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმას ასრულებენ უპირობოდ, სწორედ, ასეთი სამარცხვინო ქმედებების მიმართ აიმაღლა ხმა ამომრჩეველმა, როდესაც 1 მლნ 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა 4 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას”
არის კონკრეტული ერთობლიობა ევროპარლამენტარებისა, რომლებიც არიან უცხოური აგენტები, რასაც დაავალებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმას ასრულებენ უპირობოდ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტარების პოზიციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ცნობილია იმ ევროპარლამენტარების სახელები და გვარები, რომლებიც ევროპარლამენტში ავითარებენ სცენარს საქართველოზე და აკეთებენ ხოლმე ისეთ განცხადებებს, როგორსაც ისმენს ქართული საზოგადოება.
„კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურად დანიშნული პირი საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად არის ქალბატონი იუკნევიჩიანე და ის პირდაპირ ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას. შეგიძლიათ, ამოიღოთ წუთობრივად, როდის, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ უჭერდა მხარს გულმხურვალედ, მათ შორის, დამხობის აქციას. ასეთი ადამიანია დანიშნული ევროპარლამენტის ოფიციალურ მომხსენებლად საქართველოს საკითხებზე. ყველაფერი ნათელია ხომ, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, ამას ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. მათ შორის, ამის წინააღმდეგაც გამოვიდა 1 მლნ 100 ათასზე მეტი ამომრჩეველი, ხმა აიმაღლა, სწორედ, ასეთი სამარცხვინო ქმედებების მიმართ, როდესაც 1 მლნ 100 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა 4 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას” არჩევნებზე,”- განაცხადა პრემიერმა.