თეა წულუკიანი – მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე: ნამდვილად საგანგაშოა ასეთი სიტყვები პროფესორისგან!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, თსუ-ს პროფესორის, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის მიერ, 4 ოქტომბრის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ჩიტაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება – “4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი”, – საგანგაშოა.

“ნამდვილად საგანგაშოა ასეთი სიტყვები პროფესორისგან!” – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები