“გამოძიებით დგინდება, რომ ჯგუფი “დაიტოვე” სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობისთვის არის გამოყენებული და ხდება სხვადასხვა წინააღმდეგობისთვის საჭირო ნივთებისა და თუ თანხის მობილიზება” – პროკურორი

“გამოძიებით დგინდება, რომ ჯგუფი “დაიტოვე” სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობისთვის არის გამოყენებული და ხდება სხვადასხვა წინააღმდეგობისთვის საჭირო ნივთებისა და თუ თანხის მობილიზება”, – ამის შესახებ პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი აცხადებს.

გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა.

როგორც მან აღნიშნა, ჯგუფის ხელმძღვანელ ილია ღლონტს დაესვა შეკითხვები “დაიტოვე”-ში გამოქვეყნებული გარკვეული პოსტების შესახებ.

“მათ შორის, ჯარიმებისთვის გადასახდელი თანხის მობილიზების კონტექსტში და მან განმარტა, რომ ზოგადად, შეიძლება რომ ვინმე კონკრეტული პირის ჯარიმა ყოფილიყო მოთხოვნილი და ამას არ ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი მისი მხრიდან. გარდა აღნიშნულისა, მან დაადასტურა ის, რომ რამდენიმე აქციის ორგანიზატორი თავად იყო. გამოძიებით დგინდება, რომ ჯგუფი სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობისთვის არის გამოყენებული და ამ ჯგუფის საშუალებით ხდება სხვადასხვა წინააღმდეგობისთვის საჭირო ნივთებისა და თუ თანხის მობილიზება და მოძიება. ასევე, ნანუკას ფონდისგან ფიქსირდებოდა გარკვეული თანხის ჩარიცხვა უშუალოდ ილია ღლონტის პირად ანგარიშზე და მან როგორც განგვიმარტა, ეს თანხა გამოიყენა მან მისი პირადი ჯარიმის გადასახდელად,” – აცხადებს ანი ხუბეჯაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები