ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი, ილია ღლონტი გამოკითხვაზე დაიბარეს
ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი, ილია ღლონტი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს.
მისი გამოკითხვა საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედების ფაქტებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეოს.
“აღნიშნულ ჯგუფს ჰყავს საკმაოდ ფართო აუდიტორია, გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ამ ჯგუფში გაჟღერებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, ჯარიმების გადახდის კონტექსტში, ასევე, ჯარიმებისთვის განკუთვნილი თანხის მობილიზების კონტექსტში სხვადასხვა აქციის დაორგანიზების და სხვადასხვა ტიპის ისეთი მოწოდების კონტექსტში, რომელიც მიგვაჩნია, რომ პირდაპირ შემხებლობაშია მითითებულ სისხლის სამართლის საქმესთან და დაკავშირებულია წინააღმდეგობასთან, ამ ნაწილში დაესმება ილია ღლონტს კითხვები, რადგან მას გააჩნია გარკვეული სახის ინფორმაცია. თანხა რომელიც მოხმარდა წინააღმდეგობის გასაწევად გამოსაყენებელ ატრიბუტიკის შეძენას, ამ ნაწილშიც მივიღებთ მისგან ინფორმაციას“, – აცხადებს პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი.