რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა გრძელდება – მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოადგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

რომეო მიქაუტაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები