პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შსს-ს გამაფრთხილებელი მოწოდება გაისმა, რომ დემონსტრანტები დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, შსს-ს გამაფრთხილებელი მოწოდება გაისმა, რომ დემონსტრანტები დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

ათონელის რეზიდენციასთან საპოლიციო დანაყოფებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს და რკინის ჯებირები გაარღვიეს.

“მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები