კახა კალაძე – ბურჭულაძის განცხადებაზე: ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველაფერი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში.

„შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც მიტინგის ფორმა მისაღებია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმე გაბედავს და გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს, ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში.
ყველა ქმედებას მოჰყვება რეაგირება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა,

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პასუხი არის ის რომ ხალხი მივიდა არჩევნებზე გამოხატა მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ, ეს არის პასუხი ქართველი ხალხის მხრიდან და პასუხია ისიც რა რაოდენობა არის შეკრებილი დღეს თავისუფლებაზე“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოდენაზე შეკრებილ მოქალაქეებს ეროვნული კრების დეკლარაცია წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები