“ამომრჩევლები დარწმუნებულები არიან, რომ პროცესი სწორად მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების მოსამზადებელი ეტაპიც საკმაოდ კარგად ჩატარდა” – საერთაშორისო დამკვირვებელი

“ძალიან პოზიტიური შეფასება მაქვს. ამომრჩევლები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ პროცესი სწორად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მოსამზადებელი ეტაპიც საკმაოდ კარგად ჩატარდა”, – ამის შესახებ დამკვირვებელი მალტადან, იუსტინ გასპარი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, უნდა აღინიშნოს ელექტრონული ტექნოლოგია, რომელიც გამართულად მუშაობს.

“მე მალტადან ვარ, ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესი ნაწილობრივ ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით და ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ამ კუთხით ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცულია”, – აცხადებს იუსტინ გასპარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები