ზუგდიდის სოფელ კახათში ახალი ბაღი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კახათის მეორე საბავშვო ბაღი გაიხსნა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
,,ახალი ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკითა და ავეჯით სრულად აღჭურვილია.
კახათის N2 საბავშვო ბაღი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სრულ რეაბილიტაციას უტარებს კახათის N 1 საბავშვო ბაღსაც.
ზუგდიდში 2013 წლიდან დღემდე აშენდა 14 საბავშვო ბაღი, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 27 საბავშვო ბაღს”,- წერია ინფორმაციაში.