ამერიკელი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმა სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მიღება ვერ შეძლო, რამაც მთავრობის მუშაობის შეჩერება გამოიწვია.
სენატორებმა ხანგრძლივი დებატების მიუხედავად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის შედეგადაც ფედერალური უწყებების დაფინანსება შეწყდა.
მთავრობის დროებით დახურვა ნიშნავს, რომ რიგი სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები იძულებული იქნებიან, უხელფასო შვებულებაში გავიდნენ, ხოლო აუცილებელი სერვისები შემცირებული ფორმატით გააგრძელებენ მუშაობას.
პოლიტიკური დამკვირვებლების შეფასებით, შეფერხება ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და ხარჯების განაწილებაზე, პარტიებს შორის არსებული დაპირისპირების გამწვავებას უკავშირდება. დემოკრატები რესპუბლიკელებს მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებენ, რესპუბლიკელები კი აცხადებენ, რომ დოკუმენტი ქვეყნის ფინანსურ საჭიროებებს არ ასახავდა.
როგორც ცნობილია, ეს არის აშშ-ის მთავრობის პირველი შეჩერება 2018 წლის შემდეგ. აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება ბოლოს 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 34 დღის განმავლობაში გაგრძელდა.