ფილიპინების ცენტრალურ სანაპიროსთან მომხდარი 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციის, საინფორმაციო სააგენტო AFP-ის და ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვალების ხუთი შემთხვევა სებუს კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სან რემიხიოში დაფიქსირდა.
როგორც ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი იუწყება, მიწისძვრა გვიან ღამით, ზღვაში, სებუს ჩრდილოეთ კიდესთან და ბოგოსთან ახლოს მოხდა, სადაც 90 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
აღნიშნულმა ინსტიტუტმა სებუს, ლეიტესა და ბილირანის პროვინციების მაცხოვრებლებს, ზღვის დონის უმნიშვნელო დარღვევის გამო სანაპიროსთან ახლოს ყოფნისგან თავის შორს დაჭერა ურჩია და უჩვეულო ტალღების გამო ფხიზლად ყოფნისკენ მოუწოდა.
ბოგოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.