2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური დახმარება 45 ლარით გაიზრდება, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირებს კი დახმარება 20 ლარით გაეზრდებათ

“ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალი იყო 2023-2024 წლებშიც, რის შედეგადაც 2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა”, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამავე მონაცემებით, ჯამურად, სოციალური პროგრამების დაფინანსება 7,0 მილიარდ ლარს შეადგენს.

“გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები