ზურაბ თურმანიძის გარდაცვალების გამო, ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს

“მიიღეთ ჩვენი სამძიმარი ცნობილი დასტაქარის, დიდი ტრადიციების მქონე თურმანიძეთა გვარის ღირსეული წარმომადგენლის, ბ-ნი ზურაბის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომლითაც პატრიარქი ზურაბ თურმანიძის ოჯახის წევრებს მიმართავს.

“აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს ბ-ნ ზურაბისთვის ლოცვის ძალა”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები