გეკა გელაძემ აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე როლანდ მესხთან ერთად, აჭარის რეგიონში, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, გეკა გელაძემ დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან აჭარასა და გურიაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
გეკა გელაძემ თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.