ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.
მათივე ცნობით, 26 სექტემბრის საღამოს საათიდან 27 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის ტერიტორიაზე ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, ქარის ხანმოკლე გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.