თაკო ყურშავიშვილის მამა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია

  საბავშვო ტელევიზია ,,ინკოგნიტოს” კურსდამთავრებულის თაკო ყურშავიშვილის ცხედარი ორხევის დასახლებაში, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. თბილისის მე-20 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის თაკო ყურშავიშვილის გარდაცვალების ფაქტის შესახებ სკოლის პედაგოგებმა უკვე შეიტყვეს.
როგორც კლასის დამრიგებელმა ირინა მარანიძემ „კვირას“ განუცხადა, თაკო ყურშავიშვილი ბოლო ორი კვირის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა. მისი თქმით, მოსწავლე სასწავლო პროცესს ვირუსის გამო აცდენდა. „ბოლო ორი კვირაა თაკო სკოლაში არ დადიოდა. დედამისმა დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვი შეუძლოდ იყო და ამის გამო ის გაკვეთილებს აცდენდა. დღეს კი თაკოს მეზობელმა, რომელიც ჩვენს სკოლაში პედაგოგად მუშაობს, გვითხრა, რომ თაკომ თავი მოიკლა“, – განუცხადა „კვირას“ კლასის დამრიგებელმა.
მისი თქმით, თაკო ყურშავიშვილი მათ სკოლაში წინა წელს 63-ე სკოლიდან გადმოვიდა. ირინა მარანიძის ინფორმაციით, თაკო ყურშავიშვილის მამა ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა.
პედაგოგები თაკო ყურშავიშვილს დადებითად ახასიათებენ და მისი გარდაცვალების ფაქტით შეძრწუნებულები არიან.
„კვირა“ საბავშვო ტელევიზია ,,ინკოგნიტოს” ხელმძღვანელს მანანა გაბრიჩიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, იგი 2013 წლის ზაფხულში სტუდია „ინკოგნიტოს“ კურსდამთავრებულებთან ერთად ევროპის ქვეყნებში იმყოფებოდა და იქ მომზადებული სიუჟეტები ტელეკომპანია „ტვ 3“-ის ეთერში ზაფხულში გადიოდა. გაბრიჩიძის განცხადებით, მასსა და თაკო ყურშავიშვილს შორის უკანასკნელი დიალოგი გუშინწინ შედგა.
„ისრაელში წასვლას ვაპირებდი და გუშინწინ თაკოს ვესაუბრე. მითხრა, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ერთმანეთს შევხვედროდით. დღეს შემთხვევით, ჟურნალისტებისგან შევიტყვე, რომ თაკო გარდაცვლილი იპოვეს“, – აღნიშნა მანანა გაბრიჩიძემ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თაკო ყურშავიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იზა შაქარაშვილი

1898928_716553348389512_630116154_n

1899147_716553398389507_195415313_n

1922529_716553351722845_867166799_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები