თორნიკე ჭეიშვილი: მოახლოებულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურული დაჯგუფების პოლიტიკური დაისი

სწორედ ეს არის „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი, რომელსაც არ წარმოუდგენია ქვეყანა და მმართველობა თუნდაც ძალადობის გარეშე, კორუფციის გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, მოახლოებულია „ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურული დაჯგუფების პოლიტიკური დაისი“.

„[ანა წითლიძის განცხადებების მოსმენის შემდეგ] ერთი ანდაზა მახსენდება, მელას რაც აგონდებოდა, ის ესიზმრებოდაო. სწორედ ეს არის „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი, რომელსაც არ წარმოუდგენია ქვეყანა და მმართველობა თუნდაც ძალადობის გარეშე, კორუფციის გარეშე. აშკარად იკითხება, როდესაც ვისმენთ მათ განცხადებებს, რომ პირდაპირ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმდენად აქვთ შესისხლხორცებული ეს მიდგომები, რომ ყოველთვის დარჩებიან ალბათ ამის ერთგული, რაც თავისთავად, სამწუხარო მოცემულობაა, თუმცა, მეორე მხრივ, სასიხარულო აქ ის არის, რომ მართლაც მოახლოებულია ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურული დაჯგუფების პოლიტიკური დაისი და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გახდება ამის ერთ-ერთი ბოლო აკორდი, ისე შემდგომი სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის დაანონსებული საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები