დე ფაქტო აფხაზეთის უხუცესთა საბჭო რუსულ-აფხაზური შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

     დე ფაქტო აფხაზეთის უხუცესთა საბჭო რუსულ-აფხაზური შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გლობალური უსამართლო სამყაროს პირობებში, როდესაც აშშ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების სუვერენიტეტის საზიანოდ მხოლოდ საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს იცავს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ფაქტიურად მრავალპოლარული მშვიდობა დაამყარა, რომელიც ამერიკული და ევროპული პოლიტიკის ორმაგი სტანდარტებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, – რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთის რესპუბლიკის შორის ურთიერთობების გამყარება, ჩვენი აზრით, აქტუალურია“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც უხუცესთა საბჭოს წევრები წერენ, ისინი სრულად იზიარებენ „მომავალი შეთანხმების შინაარსით გამოწვეულ საზოგადოების შეშფოთებას, რომელიც კიდევ ითხოვს დამუშავებას“. „გვწამს, რომ შესაბამისი უწყებები და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აფხაზური მხარის პროექტის რედაქციის დამუშავებისას იხელმძღვანელებს იმით, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს აფხაზეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვის შიში. მიზანშეწონილად ვთვლით მომავალში სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების პროექტების დამუშავებისას აფხაზეთის რესპუბლიკის მხრიდან სამუშაო ჯგუფის მონაწილეობას. აფხაზეთის უხუცესთა საბჭო მხარს უჭერს აფხაზეთის ხალხის მიერ რუსეთის ფედერაციის მშვიდობის და ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების გარანტად აღიარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები