მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებაში საგარეო საქმეთა მინისტრსა და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, გიორგი ალადაშვილი.

დიპლომატები კახეთში „შატო ზეგაანში” ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები. სტუმრებმა მოინახულეს ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები და ტრადიციულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს რთველში მონაწილეობისთვის. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება შესაძლებლობას აძლევს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წევრებს გაეცნონ საქართველოს მდიდარ კულტურას, ტრადიციებს და ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ უცხოელ დიპლომატებს ჩვენი ქვეყნისთვის მევენახეობა-მეღვინეობის მნიშვნელობასა და 2025 წლის რთველის მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია და რთველის ტრადიცია გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები