17 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

17 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე, მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 17 სექტემბრის 12:00სთ-დან 20:00სთ-მდე თბილისის მიმართულებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ჩაკეტვის პერიოდში:

  • სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის მიმართულებით.
  • მცხეთიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, ხოლო შემდგომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები