“მმართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ, ლანძღავენ, იგინებიან და ბოლოს და ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა; სად არის ევროკავშირის ელჩი?” – ზარქუა
“მმართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ, ლანძღავენ, იგინებიან და ბოლოს და ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა – რაც უნდოდათ, ეს იყო პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან – სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა ქაჯები იდგნენ, რომლებიც იწყევლებიან და იგინებიან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„გუშინ რაც ვიხილეთ, არის იმის დემონსტრირება, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობთ, რომ ეს უსამშობლოები და მათი დამფინანსებლები სექტემბრიდან სიტუაციის გამწვავებას ელოდებიან. მერამდენე დღეა დგანან მმართველი პარტიის საარჩევნო უბანთან უსამშობლოების მიერ დაქირავებული ახალგაზრდები – ქალი, კაცი – არ აქვს მნიშვნელობა, ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ უშვერი სიტყვებით. რუსთაველზე 15-20 კაცი რომ იკრიბება, ვინმე ხელს უშლის? მმართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ, ლანძღავენ, იგინებიან და ბოლოს და ბოლოს მოხდა ის რაც მოხდა – რაც უნდოდათ. ეს იყო პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან.
მოვუწოდებ საელჩოებს – სად არის ევროკავშირის ელჩი? ამ დღეების განმავლობაში რატომ არ დაგმე? აბა პირიქით გაგვეკეთებინა? ალბათ თქვენც იქ დადგებოდით, მათთან ერთად. ახლა ხმას რატომ არ იღებთ? ეს არის ორმაგი სტანდარტი.
არავის მოეწონა რაც მოხდა, მაგრამ ფაქტია, პროვოკაციაზე პასუხი იყო, რაც ვიხილეთ – ეს კარგი და ლამაზი არ არის. რა ინფორმაციაც მაქვს, ამ თემაში შესაბამისი უწყება ჩართულია, მიმდინარეობს საქმის შესწავლა და მტყუან-მართალი გაირკვევა. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, ვინც უსამშობლოებმა დაიქირავეს – აირიდეთ ეს ყველაფერი, ნუ გამოაყენებინებთ თავს, მათი ამოცანა სხვა არის, რომ წინასაარჩევნოდ დაძაბონ და ქაოსი შემოიტანონ. კანონიც და შესაბამისი პასუხიც არ დააყოვნებს”, – განაცხადა ზარქუამ.