“დღეს საქართველოს სჭირდება მშვიდობა, დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დგას მშვიდობის გზაზე” – მაჭარაშვილი
“დღეს საქართველოს სჭირდება მშვიდობა, დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დგას მშვიდობის გზაზე”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“ვერავის ვერასდროს ვერ გამოუვა, ასეთ რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან ურთიერთობა და მით უმეტეს მათთან ერთად რევოლუციური სცენარი იქნება თუ ათასი უბედურება, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში.
შესაბამისად, გამოვრიცხავ რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიციას ვინმე შეეწინააღმდეგოს,” – ამბობს მაჭარაშვილი.