მედია: უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს დეფიციტი ემუქრება
უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას იარაღის დეფიციტის საფრთხე ემუქრება მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სამხედრო დახმარების პროგრამას გადახედა და მიწოდება შეანელა, ამასთან, მოსკოვი საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს,- ამის შესახებ, უცხოური მედია იუწყება.
როგორც მედია აღნიშნავს, ივნისში, პენტაგონის დირექტივის გამოცემის შემდეგ, თვეების განმავლობაში არარეგულარული და მოსალოდნელზე მცირე მიწოდების შემდეგ, მარაგებზე ზეწოლა გაიზარდა.
ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ თუ მოსკოვი გააგრძელებს ვითარების ესკალაციას ან უბრალოდ შეინარჩუნებს სარაკეტო და დრონებით თავდასხმების უფრო მაღალ ტემპს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან.
„დროის საკითხია, როდის ამოიწურება საბრძოლო მასალა“, – განაცხადა უკრაინისთვის აშშ-ის საჰაერო თავდაცვის მომარაგების შესახებ ინფორმირებულმა პირმა.
ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ თავიანთი მარაგებიდან გაგზავნონ საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა და შეიძინონ სხვა საბრძოლო მასალები შეერთებული შტატებისგან, რათა შეძლონ უკრაინის მომარაგება.