პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი, უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ნაადრევია
პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ომის გამო უნდა გადაიდოს, ხოლო კიევის გაწევრიანება ევროკავშირში არის ნაადრევი.
მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც ომშია, ნატო-ში ვერ გაწევრიანდება.
„რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ პოლონეთიც და ლიეტუვაც იომებენ, ამიტომ ეს დისკუსია უნდა გადაიდოს. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ნავროცკიმ.
ხოლო რაც შეეხება ევროპის კავშირს, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთისა და ლიეტუვის გაწევრიანების პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა, საჭირო იყო მრავალი დეტალის გათვალისწინება.
„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უკრაინა მომავალში ლათინური, ან, ვთქვათ, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი უნდა იყოს. თუმცა, ჩემი აზრით, დღევანდელი დისკუსია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის ნაადრევი“, – თქვა ნავროცკიმ.