ტრამპი ამერიკის 250 წლის იუბილესთვის თეთრ სახლში UFC-ის ბრძოლას უმასპინძლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თეთრი სახლის სამხრეთ ნაწილში UFC-ის ღონისძიება გაიმართება.
ტრამპმა შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ღონისძიების შესახებ პირველად ივლისში ისაუბრა და განაცხადა, რომ მას სურდა, რომ მისი ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას 20 000-ზე მეტი გულშემატკივარი დასწრებოდა.
ამერიკული მედიის ბოლოდროინდელი ინფორმაციით, ბრძოლა ამჟამად ივნისში იგეგმება, რადგან ივლისში საიუბილეო თარიღების გრაფიკი ისედაც ძალიან გადატვირთულია.
„ეს იქნება ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და ისტორიული სპორტული ღონისძიება და პრეზიდენტ ტრამპის მიერ თეთრ სახლში მისი მასპინძლობა ამერიკის მონუმენტური 250 წლის იუბილეს აღნიშვნის მისი ხედვის დასტურია“, – განაცხადა ტრამპის პრესსპიკერმა სტივენ ჩუნგმა.
UFC-ის ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში „America250“-ის ფარგლებში დაგეგმილი ფართო სადღესასწაულო პროგრამის ნაწილია.