“ჰამასი” მოლაპარაკებებისთვის მზად არის
დაჯგუფება „ჰამასის“ განცხადებით, ისინი მზად არიან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასხდომად, რათა მოხდეს მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაცია.
“მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვიხილოთ ყველა ტყვის გათავისუფლება ომის დასრულების მკაფიო განცხადების, ღაზას სექტორიდან სრული გასვლისა და ღაზას სექტორის სამართავად დამოუკიდებელი პალესტინელების კომიტეტის შექმნის სანაცვლოდ.
“ჰამასი“ მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერების ძალისხმევას”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
ისრაელის ოფიციალურ პირებს ამ ეტაპზე თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მხარეებს შორის ბოლო დღეებში შეტაკებები გაძლიერდა, რასაც შედეგად ათეულობით დაღუპული და ასობით დაშავებული მოჰყვა.
ამასთან, “ჰამასი” ადასტურებს, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს გარკვეული შეთავაზებები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ისახავს მიზნად.