სასტუმრო „თარიპირი“: რაჭაში სასტუმროებიც და საოჯახო სასტუმროებიც დამსვენებლებით გადატვირთულია

წელს, ფანტასტიკური სეზონი იყო, – ასე აფასებს 2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე საოჯახო სასტუმრო „თარიპირი“. სასტუმროს წარმომადგენელი ლაშა აბაიშვილი ამბობს, რომ რეგიონში სხვადასხვა ივენთები, მათ შორის „გემო ფესტი“, სტუმრების რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს.

„წელს, ფანტასტიკური სეზონი იყო. ფაქტობრივად, ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობა მზარდია. საოჯახო სასტუმროებიც და სასტუმროებიც დამსვენებლებით გადატვირთულია – რა თქმა უნდა, ფესტივალები, „გემო ფესტი“, ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ბევრიც სწორედ ამ ღონისძიებების გამო სტუმრობს რაჭას.

სასტუმრო „თარიპირზე“ რაც შემიძლია გითხრათ: აგვისტო რაჭაში განსაკუთრებულად გამორჩეულია და თითქმის ყველა სასტუმრო დაკავებულია. შემდგომ მოდის შემოდგომა – რთველი. ჩვენთან რთველი და შემოდგომა განსაკუთრებული და ძალიან ლამაზია, რაც ბევრ სტუმარს იზიდავს.

ჩვენთან რთველი კიდევ უფრო განსაკუთრებულია და რაჭაში ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის — ყურძნის კრეფასა და  ყურძნის დაწურვაში მონაწილეობენ.

რაჭველებისთვის ხვანჭკარა და რთველი განსაკუთრებულია. რაჭა შემოდგომაზეც ძალიან განსაკუთრებულია. ვისაც რაჭა ნანახი არ აქვს, ყველას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად ესტუმრონ რეგიონს და მით უმეტეს – რთველში მიიღონ მონაწილეობა,“ – აღნიშნავს ლაშა აბაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები