ნატო-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში ომი ამერიკისთვის მოგებიანი გახადა
ნატო-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში ომი ამერიკისთვის მოგებიანი გახადა.
მისი თქმით, როდესაც ბაიდენი თანამდებობაზე იყო, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ უკრაინის ომისთვის და არ არსებობდა იშვიათ მიწა ლითონებთან დაკავშირებული შეთანხმებები.
„კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ბაიდენი თანამდებობაზე იყო, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ უკრაინის ომისთვის და არ არსებობდა იშვიათ მიწა ლითონებთან დაკავშირებული შეთანხმებები. ახლა, პრეზიდენტი ტრამპის დროს, ჩვენ არა მხოლოდ პუტინთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს (ბაიდენისგან განსხვავებით), არამედ ევროპელი მოკავშირეები, კანადასთან ერთად, ყიდულობენ ამერიკულ იარაღს ომისთვის, ქმნიან სამუშაო ადგილებს აშშ-ში. ეს კარგია ამერიკისთვის, კარგია ევროპისთვის და ცხადია, კარგია უკრაინისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა“, – აღნიშნა უიტაკერმა.