პორტუგალიაში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს საღამოს ლისაბონის ერთ-ერთი ცნობილი ფუნიკულიორის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.
ქალაქის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მარგარიდა კასტრო მარტინსის თქმით, ავარიის შედეგად დაშავებულებს შორის არიან პორტუგალიის მოქალაქეები, ასევე ორი გერმანელი, ორი ესპანელი და თითო ადამიანი კანადიდან, კაბო-ვერდიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, მაროკოდან, სამხრეთ კორეიდან და შვეიცარიიდან.
პროკურატურამ ავარიის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
პორტუგალიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების შემოწმების მიზნით ლისაბონის კიდევ სამი ფუნიკულიორის მოძრაობა შეაჩერა.
“ეს არის ტრაგედია, რომელიც ჩვენს ქალაქში აქამდე არასდროს მომხდარა. ახლა მოქმედებისა და დახმარების დროა. მადლობას ვუხდი ყველას რამდენიმე წუთში გამოჩენილი რეაგირებისთვის. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს ძალიან ტრაგიკული დღეა“,- განაცხადა ლისაბონის მერმა, კარლოს მოედასმა.
მთავრობამ ხუთშაბათი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.