ნიგერიაში ნავი ჩაიძირა – ათობით ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ჩრდილოეთით, ნიგერის შტატში, მდინარეში ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას, “ბიბისი” ავრცელებს.

გემზე დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება და დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

როგორც “ბიბისი” წერს, ნიგერიაში ნავების ავარიები საკმაოდ ხშირია, რაც ხშირად გამოწვეულია გადატვირთვის, ცუდი რეგულაციებისა და არასაკმარისი უსაფრთხოების ზომების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები