ერგნეთში რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ

ერგნეთში ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფი შეიკრიბება. მორიგ შეხვედრაზე რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იქნება საუბარი.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის გოჩა რატიანის განცხადებით, ქართული მხარე აპირებს ორი სკოლის მოსწავლეების გადაადგილების პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფს გარკვეული წინადადებები შესთავაზოს. ასევე გასარკვევია უპილოტო საფრენი აპარატის მიერ საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის დეტალები. შეხვედრაზე საუბარი იქნება სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების აღდგენაზეც.
„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ სოფელ პერევისა და ქარზმანის სკოლის მოწაფეებისათვის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების შეძენას, რაც ხელს შეწუყობს მათ გადაადგილებს უამინიდობის პერიოდში, აგრეთვე საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატების შემოფრენას ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გავაპროტესტებთ უკანონო მავთულხლართების ინსტალაციას“, – განაცხადა მა გოჩა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები