ალუდა ღუდუშაური საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე: ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ყველამ გაიაზროს, რომ საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის

„საგამოძიებო კომისია, ზოგადად, როგორც ფაქტი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამის შესახებ „ქრონიკას“, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.

„საგამოძიებო კომისია, ზოგადად, როგორც ფაქტი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როდესაც ხელისუფლება, რეჟიმი ჩადის ისეთ გაუგონარ დანაშაულებს, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი, ამას ნამდვილად უნდოდა შეფასება. ეს არის ერთგვარი პრევენციისთვის ძალიან კარგი და მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ბოროტების და საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის. ასეთი ფაქტები წარსულს უნდა ჩაბარდეს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები