ლევან მახაშვილი აქციაზე შეიარაღებული პირის დაკავებაზე: ეს შემთხვევაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების სამსახურებს

„ეს შემთხვევაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების სამსახურებს,“- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აქციაზე შეიარაღებული პირის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს შემთხვევაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ზოგადად უსაფრთხოების სამსახურებს, სუს-ის ქოლგის ქვეშ და სხვა უწყებებთან ერთიანობაში რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, გმირულად იცავს საზოგადოებრივ სიმშვიდეს“, – აცხადებს მახაშვილი.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები