“მამუკა მდინარაძე არის ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანი და საქმის უზადო პროფესიონალი” – მაჭავარიანი
“მამუკა მდინარაძე არის ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანი და საქმის უზადო პროფესიონალი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მდინარაძე სუს-ს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება.
“ჩემი აზრია და არა მხოლოდ ჩემი აზრი, რომ იგი იქნება ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავისი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, იმ ნიჭიდან გამომდინარე, რა ნიჭითაც იგი არის დაჯილდოებული და იმ ენერგიიდან გამომდინარე, რა ენერგიის მატარებელიც არის მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძე არის ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანი და მამუკა მდინარაძე არის საქმის უზადო პროფესიონალი. იგი ამ უწყებას გაუძღვება ძალიან მაღალ დონეზე და ეს უწყება, რომელიც ისედაც მოწოდების სიმაღლეზეა ნამდვილად, კიდევ აბსოლუტურად სხვა მასშტაბებს დაიპყრობს და ჩვენი ქვეყანა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო, დაცული ბატონი მდინარაძის ხელმძღვანელობით“, – განმარტა მაჭავარიანმა.