„ჩვენი ქვეყანა დღეს წარმატებით ცდილობს, მსოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს; თუ ჩვენი სამსახური ამ საქმეში შესაბამის ადგილას არ დადგა, ეს მცდელობა შეიძლება, ფუჭი იყოს” – მდინარაძე

„ჩვენი ქვეყანა დღეს წარმატებით ცდილობს, მსოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს. თუ ჩვენი სამსახური ამ საქმეში შესაბამის ადგილას არ დადგა, ეს მცდელობა შეიძლება ფუჭი იყოს”, – ამის შესახებ, სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

მან საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბატონი ირაკლი კობახიძე და სხვები, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა და ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ, ამას სჭირდება განმტკიცება და ამ განმტკიცების საქმეში არც ერთ უწყებას, არც ერთ სამსახურს ისეთი როლი არ აქვს, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ამაში მექნება თითოეული თქვენგანის იმედი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი – მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები