ლევან მაჭავარიანი: ენჯეოების მოღვაწეობა ემსახურება იმას, რომ გააღვივონ შუღლი საზოგადოებაში

„ეს არის ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ ეწევიან იმ საქმიანობას, რაც არის გაწერილი მათი წესდებით და თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები რადიკალურ პროცესებში,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„მათი მოღვაწეობა ემსახურება იმას, რომ გააღვივონ შუღლი საზოგადოებაში, დაეხმარონ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, რომ დააორგანიზონ რევოლუცია. რელევანტურია ეს გამოძიება და ვნახოთ რას იტყვის გამოძიება და რას დაადგენს სასამართლო“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები