“ჰელსინკის კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია” – მაჭავარიანი
“ჰელსინკის კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია”, – ამის შესახებ „ქრონიკას“, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.
როგორც მან განმარტა, აშშ-ს ჰყავს ბევრი სტრატეგიული პარტნიორი, ვინც ჩინეთთან თანამშრომლობს.
“აშშ-ც თანამშრომლობს ჩინეთთან, ამასთან დაკავშირებით ტრამპს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. ამ ყველაფრის არასერიოზულობას ხაზს ის უსვამს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი და ხიდაშელი ჰყავთ დაპატიჟებული, რომლებმაც თითქოს საქართველოს სახელით უნდა ისაუბრონ. ეს კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით.