დიმიტრი ხუნდაძე აქციაზე შეიარაღებული პირის დაკავებაზე: არასამთავრობო ორგანიზაციების, პროცესებში ჩართული პოლიტიკოსების და უცხოელი “სტუმრებისგან” მოგვისმენია რევოლუციური მოწოდებები და უკვე ფაქტიც ვნახეთ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რადიკალური ოპოზიციის აქციაზე შეიარაღებული პირის დაკავებას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, პროცესებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების და უცხოელი სტუმრების განცხადებებში ხშირად იყო საუბარი მსხვერპლსა და სისხლზე და ახლა უკვე საზოგადოებამ ფაქტი ნახა. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება მკაცრი.

„ღიად ვუყურებთ რადიკალიზაციის უფრო გააქტიურების მცდელობას. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ასევე პროცესებში ჩართული პოლიტიკოსების, მათ შორის უცხოელი “სტუმრებისგან”, მოგვისმენია რევოლუციური მოწოდებები. მათ განცხადებებში ჟღერდება სისხლი, იარაღი და არამხოლოდ ჟღერდება, უკვე ვნახეთ ფაქტი. რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება მკაცრი და ეს ასეც უნდა იყოს. სახელმწიფო ყველა დარღვევას გასცემს კანონისმიერ პასუხს,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები