წილოსანი – გუშინდელ შეკრებაზე: საკმაოდ მცირერიცხოვანი აქცია იყო, თუმცა, ბევრი საფრთხის შემცველი ელემენტით

“თავისი შინაარსით, ეს აქციები ძალადობრივი და არაკანონიერია”, – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„საკმაოდ მცირერიცხოვანი აქცია იყო, თუმცა, ბევრი საფრთხის შემცველი ელემენტით. მაგალითად, იყო ადამიანი, ვინც იარაღით ასხმული გადაადგილდებოდა. თავად ის ფაქტი, რომ 10-15 ადამიანი კეტავდა გზას [რუსთაველის გამზირს] და მანქანით გადაადგილების მსურველებს უზღუდავდა გადაადგილებას, ეს თავისთავად კანონსაწინააღმდეგოა. თავისი შინაარსით, ეს აქციები ძალადობრივი და არაკანონიერია“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები