მამუკა მდინარაძე: ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს

“ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს”, – ამის შესახებ, ჟურნალისტებს სუს-ის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„დღეს ამ ქვეყანას ორი მთავარი გამოწვევა აქვს. ერთი ოკუპაცია და მისი თანამდევი შედეგები. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მეორე გამოწვევა ეს არის გარე ჩარევები. ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის, თუ ევროს ხარჯვის პროპორციულად, გამუდმებული პროვოკაციები არსებობდა და ამ მოწოდებებს, თუ დავალებებს უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მყარი პოზიცია, რომ უსაფრთხოების საკითხები თავის ადგილზეა. ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები