„მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ დღეიდან შემეძლება, სხვა მიმართულებიდან ვიზრუნო ჩემი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე” – მდინარაძე

“მე მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევს. მართლა მეორე ოჯახი არის და იყო ეს ჩემი. მინდა „ქართული ოცნების“ ყველა წევრს, ყველა წარმომადგენელს – დაწყებული ბატონი ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული პარტიის რიგითი ჯარისკაცით, ყველას მადლობა გადავუხადო ამ წლებისთვის. ეს მართლა ჩემი მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება. დრო გავა და ალბათ ამ ოჯახში დავბრუნდები, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩემთვის მეორე ოჯახი სხვა იყოს”, – ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ დღეიდან შემეძლება, სხვა მიმართულებიდან ვიზრუნო ჩემი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე და თუ ჩემს ნამუშევარს შეაფასებენ წლების შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი ამ შეფასებას პირადად ჩემთვის, თუ იტყვიან, რომ ეს სამსახური თვისებრივად ახალ, მოდიფიცირებულ, გაძლიერებულ სამსახურად შედგა და თუ მისი წარმომადგენლები, რომლებიც ისედაც ამაყები არიან თავიანთი საქმიანობით, კიდევ უფრო ამაყები და კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ამის გამო“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები