მამუკა მდინარაძე – აქციაზე მყოფი იარაღიანი პირის დაკავებაზე: ვარაუდი შეგვიძლია, რა პროვოკაციას და მის თანმდევ ცუდ შედეგს ასცდა გუშინ ქალაქი თუ ქვეყანა – ფაქტია, როცა შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, ადვილი სავარაუდოა, რომ პროვოკაცია შეიძლება, იგეგმებოდეს

“მე მეძლევა დღეს საშუალება, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციის თანამშრომლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო”, – ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით ის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული მამაკაცის საკითხს გამოეხმაურა, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, ზუსტად რა პროვოკაციას და მის თანამდევ ცუდ შედეგს ასცდა გუშინ ქალაქი თუ ქვეყანა. ფაქტია, რომ როცა ავტომატისმაგვარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, აქ ადვილი სავარაუდოა, რომ ცუდი პროვოკაცია შეიძლება იგეგმებოდეს, მაგრამ გამოძიება დეტალებში ამ კითხვაზეც პასუხს გასცემს და რომ მივალ პირველი ამ საკითხით დავინტერესდები, რადგან სულ ახალი ამბავია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები