ირაკლი ქადაგიშვილი – ყველა რევოლუციას სჭირდება ობიექტური წინაპირობა, რომელიც ქვეყანაში არ არსებობს
„ხაბეიშვილი სასოწარკვეთილი ადამიანის განცხადებებს აკეთებს. ყველა რევოლუციას სჭირდება არა მხოლოდ რევოლუციის მსურველი გახურებული ტვინი, არამედ ობიექტური წინაპირობები, რომელიც ქვეყანაში არ არსებობს, რაც არ უნდა უცხოეთიდან უკვეთონ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ახალგაზრდებს მოტყუებით იყენებენ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ საქმეში. შემდეგ მათ კანონის დარღვევის გამო პასუხისგებაში ყოფნა უწევთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.