“ახალგაზრდებს მოტყუებით იყენებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმეში, შემდეგ მათ კანონის დარღვევის გამო პასუხისგებაში ყოფნა უწევთ“ – ქადაგიშვილი
“ახალგაზრდებს მოტყუებით იყენებენ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ საქმეში. შემდეგ მათ კანონის დარღვევის გამო პასუხისგებაში ყოფნა უწევთ“, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“ხაბეიშვილი სასოწარკვეთილი ადამიანის განცხადებებს აკეთებს. ყველა რევოლუციას სჭირდება არა მხოლოდ რევოლუციის მსურველი გახურებული ტვინი, არამედ ობიექტური წინაპირობები, რომელიც ქვეყანაში არ არსებობს, რაც არ უნდა უცხოეთიდან უკვეთონ”, – თქვა ქადაგიშვილმა.