“კიდევ კარგი, ჩვენი ხელისუფლება მოვიდა, თორემ ჩვენს სამხედროებსაც ემუქრებოდათ პასუხისმგებლობა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც სააკაშვილმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა” – ვოლსკი

“კიდევ კარგი, ჩვენი ხელისუფლება მოვიდა, თორემ ჩვენს სამხედროებსაც ემუქრებოდათ პასუხისმგებლობა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც სააკაშვილმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა”, – ამის შესახებ,  საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“ჩვენი მიდგომა სხვანაირია. სტრასბურგის სასამართლო მოვიგეთ და დავამტკიცეთ, რომ რუსეთი დღემდე ოკუპაციას ეწევა. კიდევ კარგი ჩვენი ხელისუფლება მოვიდა, თორემ ჩვენს სამხედროებსაც ემუქრებოდათ პასუხისმგებლობა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც სააკაშვილმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა. ვინ დაიწყო ომი – საქართველომ თუ რუსეთმა? – ამას სააკაშვილმა პასუხი უკვე გასცა და თქვა, რომ სააკაშვილმა კი არა, საქართველომ დაიწყო ომიო. ჩვენ საკითხს სხვანაირად ვუდგებით, წლები დაგვჭირდა, რომ ჰააგის სასამართლო მოგვეგო რუსეთთან, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გააკეთა. არსებობს იმის პერსპექტივა, რომ სააკაშვილმა პასუხი აგოს, მათ შორის ამ დანაშაულზე. რეალურია, რომ ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილი ამბობდა, რუსეთი არაფერ შუაშიაო. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილმა თქვა, რუსეთის საქართველოში შემოჭრა ჩვენი სამხედროების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განაპირობაო. რეალურია ისიც, რომ წლების განმავლობაში რუსეთის უპირატესობის განმტკიცებას ახდენდნენ სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეს სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ საკუთარი თავი დაეცვათ მათი შესაძლო აგრესიისგან“, – განმარტა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები