სუდანის დასავლეთ ნაწილში, მარას მთებში მეწყერმა, სულ მცირე, 1000 ადამიანი იმსხვერპლა,- ამის შესახებ ამბოხებულთა ჯგუფი, „სუდანის განმათავისუფლებელი მოძრაობა“ იუწყება.
“კვირას რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც სოფელ ტარასინის დიდი ნაწილი „გასწორდა“, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
მოძრაობამ, გაერო-ს და სხვა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართა.
დარფურის არმიასთან მოკავშირე გუბერნატორმა, მინი მინავიმ, მეწყერს „ჰუმანიტარული ტრაგედია“ უწოდა.