კობა ოთანაძე არ გამორიცხავს, რომ მას გივი თარგამაძემ ესროლა

მუხროვანის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე კობა ოთანაძე არ გამორიცხავს, რომ მას გივი თარგამაძემ ესროლა.  ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
„მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ან თარგამაძეს ან უგულავას ადგილზე რა უნდოდათ? მათ თვალწინ ტყვიას მესროდნენ და მაწამებდნენ. თვითონაც და ყველა, ვინც იქ იყო. არ არის გამორიცხული, რომ მათ მესროლეს. მე იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. სხვათა შორის, ვიღაცებმა მითხრეს, რომ გივის ეჭირა იარაღი და გამორიცხული არ არის, რომ მან მესროლა,“ – აცხადებს კობა ოთანაძე.
მისი თქმით, მინისტრებისა და მაშინდელი დედაქალაქის მერის გიგი უგულავას თვალწინ კაცს სცემენ, კლავენ და ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია. „სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური ვარ. რა უნდოდა ან პარლამენტარს, ან მერს ან მინისტრს სპეცოპერაციაზე. როდესაც სპეცოპერაციას ვატარებდი, აქ სხვა არავინ ყოფილა და პასუხისმგებელი მე ვიყავი. მინისტრებისა და ქალაქის მერის თვალწინ კაცს სცემენ, კლავენ – ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია,“ – აღნიშნავს კობა ოთანაძე.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, მუხროვანის საქმის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ამირიძე ადასტურებს, რომ გამოძიება კობა ოთანაძის სროლის ეპიზოდში გივი თარგამაძის ვერსიაზე მუშაობს. თუმცა გიგი უგულავას „აღიარებასაც“ ახსნას უძებნის. მისი განცხადებით, ამ სიტყვებით ყოფილმა მერმა თავი დაიზღვია. საუბარია გიგი უგულავას მიერ გადაცემა „რეაქციაში“ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა განაცხადა, რომ გამოძიება გივი თარგამაძის ბრალის „შეკერვას“ ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები