დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ეს ფლანგი, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, არის უსუსტესი

„ის, რომ კუპრაძე აირჩიეს კანდიდატად, ნიშნავს იმას, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ოპოზიციის ეს ფლანგი, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას მიღებას, არის უსუსტესი,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„რუსეთთან რადიკალების კავშირი არ არის ახალი ამბავი ჩვენთვის. ჩვენ გვახსოვს ელენე ხოშტარიას რუბლები, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოედინება. ასევე, ნამდვილად არ გამიკვირდება თუკი ასეთ კავშირებს კვლავაც ვნახავთ იმ პირებთან, ვინც რადიკალების საყრდენია დღეს საქართველოში. თუმცა, ის, რომ კუპრაძე აირჩიეს კანდიდატად, ნიშნავს იმას, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ოპოზიციის ეს ფლანგი, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას მიღებას, არის უსუსტესი. რეალურად მათი შედეგი არის ფიასკო, რომელიც 4 ოქტომბერს გაფორმდება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გახარია-ხაზარაძის მერობის კანდიდატი საზოგადოებაში ნდობის მოსაპოვებლად ე.წ. ტროლებს იყენებს. ყალბი ანგარიშები სოციალურ ქსელში აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ირაკლი კუპრაძეს ვითომდა მხარს უჭერენ, სხვა სახელითა და გვარებით რუსულენოვან გვერდებზე იძებნებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები