დავით მათიკაშვილი: ვინმე თუ შეეცდება კანონის დარღვევას, კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას, სახელმწიფოს რეაქცია იქნება მკაცრი

,,ხაბეიშვილმა სად ამოიკითხა, ვინ უჩურჩულა, რომ მშვიდობიანს თუ დააყოლებს სიტყვა დამხობას, შემდეგ ეს ყველაფერი სამართლებრივად სწორედ აღსაქმელი იქნება ან საზოგადოებისთვის, ან სახელმწიფოსთვის?”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინმე თუ შეეცდება კანონის დარღვევას, სახელმწიფოს რეაქცია მკაცრი იქნება.

„ხაბეიშვილს რომ არაფრის თავი აქვს, ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ვინმე თუ შეეცდება კანონის დარღვევას, კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას, სახელმწიფოს რეაქცია იქნება მყისიერი, მკაცრი, სამართლიანი და სამართლებრივად სწორი. ყველამ გაიაზროს, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში გაიმართება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, არანაირი მესამე გზა არ არსებობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები